1 ოქტომბერი, 2019

თათია კობალაძე: “ხალხნო, დამეხმარეთ!”

თათია კობალაძე: "ხალხნო, დამეხმარეთ!"მომღერალი თათია კობალაძე თითოეულ ჩვენგანს მოგვმართავს. მან მიიღო ოფიციალური მიწვევა ბრიტანულ “ნიჭიერში”, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

სამწუხაროდ, არსებობს საფრთხე, რომ თათია საკმარისი ფინანსების არქონის გამო, ლონდონში ვერ წავიდეს:
“სასწრაფოდ ვეძებ სპონსორს! ნუთუ არავინ დარჩა საქართველოში გულისხმიერი, რომ დამაფინანსოს?! 3 ნოემბერს 2 სააათზე უნდა ვიყო ლონდონში!

პირველი ქართველი ვარ, ხალხნო, დამეხმარეთ! ჩემთვის საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი – ვიზა, გზა და ასე შემდეგ, დააახლოებით 3000 დან 4000 ლარამდეა საჭირო!

იქ რომ მივაღწევ წარმატებას, მერე საქართველოსთვის საამაყო ხომ გავხდები! ეხლა მჭირდება დახმარება!”

თათიას ანგარიშის ნომერია:

GE41TB7787145064300008