11 ოქტომბერი, 2019

სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის ეკრანზე

სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის ეკრანზესაქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის ეკრანზე გამოჩნდება და მისი ნახვა მილიონობით მომხმარებელს შეეძლება.

სვანეთის Microsoft Windows-ის საწყის ეკრანზე გამოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა:

“დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს” – ეს არის მთავარი გზავნილი საქართველოდან მთელი მსოფლიოსთვის.