24 ოქტომბერი, 2019

სოფო ტოროშელიძე ფატალურ შედეგს გადაურჩა

სოფო ტოროშელიძე ფატალურ შედეგს გადაურჩამომღერალი სოფო ტოროშელიძე ფატალურ შედეგს გადაურჩა:

“რამოდენიმე დღის წინ რესტორან “ჩემო კარგოს ქარხანა”-ში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე, მოიწამლა 4 ადამიანი. მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ, ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის.

მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!”