19 ოქტომბერი, 2019

“შინდისის” გრანპრი ვარშავაში

"შინდისის" გრანპრი ვარშავაშირეჟისორ დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა.

დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დააჯილდოვეს.

ინფორმაცია ფილმის პროდიუსერმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა:

“შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი გრანპრის მფლობელია! (საუკეთესო ფილმი) დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა!

ვულოცავ ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას!”