12 ოქტომბერი, 2019

საფლავის ქვებით მოპირკეთებული მშრალი ხიდი

საფლავის ქვებით მოპირკეთებული მშრალი ხიდიმშრალი ხიდი თბილისის შუაგულში მდებარეობს და ალბათ არასდროს არავის უფიქრია, რომ ქვაფენილი, არც მეტი, არც ნაკლები საფლავის ქვებით არის მოპირკეთებული.

ეს ამბავი ალბათ კიდევ დიდხანს არ გვეცოდინებოდა, რომ არა მშრალი ხიდის ქვაფენილის რეაბილიტაცია.
ინფორმაციას დავით ჩაჩანიძე ავრცელებს:

“მშრალი ხიდის ქვაფენილი რეაბილიტაციისათის აყარეს და საფლავის ქვები ყოფილა…

მინიმუმ შესასწავლია, მშენებელს ვუთხარი, რომ არ გადაყარონ და ვისაც ეკუთვნის რომ მიხედოს… ხმა მიაწვდინეთ… მადლობა წინასწარ.”