1 ოქტომბერი, 2019

ქიზიყში უნიკალური სკოლა დაანგრიეს

ქიზიყში უნიკალური სკოლა დაანგრიესქიზიყში უნიკალური და უძველესი სკოლა დაანგრიეს.

ინფორმაცია პაატა ალავერდაშვილმა გაავრცელა:

“1884 წელს ქიზიყში, ქვემო მაჩხაანში აშენებული სკოლა დაანგრია დღევანდელმა კურთხეულმა მთავრობამ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობა – ამ აზვირთებულ შემოდგომას თქვენ არ შეგიბრალოთ ბახუსის ღმერთმა, რომელსაც ასე გულმოდგინედ მსახურებთ, დამაქცეველო თანატოსებო. საოცარია, საიდან დაიწყო და რატომ მოგვდევს ამდენ ხანს თვითგანადგურების ინსტინქტები საზოგადოებას. არ ვიცი არცერთი ქვეყანა (ჩინეთის და ინდოეთის გარდა), რომელსაც თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების ფუნქცია ასე აქტიური ჰქონდეს.

და თქვენთან ერთად – საქართველოს მთავრობა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი – არაფრობაში, უყველაფრობაში, უსიყვარულობაში ჩვენც გადაგვისვრიან, ჩვენც, ვინც ეხლაღა მოვთქვამთ, იმიტომ რომ გავიგონებთ ასეთ სიტყვებს: ვიცი თქვენი საქმენი: შენ არც ცივი იყავი, არც ცხელი. ო, ნეტა ან ცივი ყოფილიყავი, ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი იყავი შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.”

ქიზიყში უნიკალური სკოლა დაანგრიეს

ქიზიყში უნიკალური სკოლა დაანგრიეს