ოთო გურგენიშვილი – სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეწირული პოეტი

ოთო გურგენიშვილი - სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეწირული პოეტიპოეტი ოთო გურგენიშვილი 21 წლის იყო, როდესაც თავისი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შესწირა.

ოთო რუსთავში გოგონასთან ერთად იდგა და გზაზე გადასვლას აპირებდა. სწორედ ამ დროს სამარშრუტო ტაქსიდან დედა-შვილი ჩამოვიდა, მათაც გზაზე გადასვლა სურდათ. სწორედ ამ დროს მათკენ დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოჩნდა. პოეტმა მაშინვე ხელი ჰკრა ჯერ გოგონას, შემდეგ კი პატარა ბავშვს…

სამწუხაროდ, ოთომ გზაზე გადასვლა ვერ მოასწრო, თავის არეში მიღებული უმძიმესი ტრავმებით საავადმყოფოში აღმოჩნდა და გარდაიცვალა.

პოეტმა ბოლო ჩანაწერით, რომელიც მისმა მეგობრებმა გაასაჯაროვეს, მამაკაცებს მიმართა:

“ბიჭებო, (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია.”

მისი ერთ-ერთი ლექსი “დედა-შვილის ბოლო დიალოგი” კი პოეტის ცხოვრების ნამდვილ წინასწარმეტყველებად იქცა:

“უშვილოდ დარჩენილი “დედობის სურვილივით”
ცივ სულს მითბუნებდა სხეული.
ისე მომეფერა,ისე მიმიზიდა ,
სისხლი მიმებჯინა ყელამდის….
მე სულს მახველებდა
შენ კი სულ მივლიდი,
ტანთ კი მეცვა დედისეული,
(ღმერთზე უკეთესად აბა ვინ იცის და?)
მე შენს ცხოვრებაზეც ვღელავდი.

დედი ვხედავ როგორ ცდილობ (მერამდენედ)
მაგრამ ვერ ახერხებ ვერაფერს.
თავდაუზოგავად იბრძვი დამალო და
ვერ დაგიმალია სიმართლე.
დედი გპირდები რომ შენს გულს გავამთელებ,
(პულსი გაჩერებას ვერ ამხელს)
და მიტოვებული სამარედან
გზას ეს სიყვარული მინათებს.
პარალიზებული ვწევარ პალატაში –
და შენ ჩემი ხელი გიჭირავს.
ღამემ უკუნითი ზეცა მოიხურა
გლოვობს შენთან ერთად დედიკო.
წერილს გიტოვებ და გთხოვ –
ჯერ ნუ გადაშლი
დედი ახლა უცებ იცი რა?!
მინდა გადავაგდო სამჯერ
სამი ხურდა
სამჯერ რომ დავბრუნდე დედიკო.

ვერა, ვერ დავიწყე საფლავს შეგუება,
დედი შენი ნება-ნებადა,
ლაღი თითების და ლაღი ხელ-მტევანის
ბოლო მოფერების წამამდის.
დედი,მე სხვა დედა არსად მეგულება,
როგორც კუბოს შიგნით შეღამდა –
ისე დამიბნელდით გულის შეტევამდე,
ცა და შენ და აწ და მარადის.”