ოთარ რამიშვილის სიმღერაზე შექმნილი ულამაზესი ვიდეო

ოთარ რამიშვილის სიმღერაზე შექმნილი ულამაზესი ვიდეოკომპოზიტორ ოთარ რამიშვილის სიმღერები არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. გამონაკლისი არც ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილია:

“მელოდია და ტექსტი ეკუთვნის თბილისელ კოლორიტს ოთარ რამიშვილს. ბრავო ნინო ქათამაძეს ასე გულიდან და სულიდან რომ ქმნის თითოეულ ბგერას….

აი, ვინ იყვნენ ნაღდი თბილისელი კოლორიტები და რამხელა სიყვარულს თესავდნენ… ჯერ მარტო ლექსი როგორ გულიდან არის წამოსული, სადღაც უსასრულობაში ჩადის და აკრძალულ ადგილებში გეხება, სადაც შენით ვერაფრით ვერ ჩააღწევ…

ძალიან მომინდა ამ მელოდიაზე რამე ქორეოგრაფიული კომპოზიცია რომ მენახა, შემდეგ ეს ვიდეო ავიღე “NYC Ballet”-ტის რეპერტუარიდან და დავამონტაჟე ამ შესანიშნავ მელოდიაზე.

ტექსტის და მელოდიის ავტორი: ოთარ რამიშვილი
ვოკალი: ნინო ქათამაძე
ქორეოგრაფიული კომპოზიცია ეკუთვნის: “NYC Ballet”
მონტაჟი: დავით ფოცხიშვილი

“არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი,
თითქოს ციდან მე ღრუბელი გულზედ მაწევს,
დღეს ჩვენს შორის ყველაფერი დარჩა შორის,
და სიცივე შენს სიყვარულს აღარ მაცდის.
გაზაფხული, ჩემთვის გაქრა დაილია,
დრომ ლოდინით შემაპარა თმაში ვერცხლი,
ნუთუ მართლა სიყვარულის დაისია,
რომ ჭიკჭიკი აღარ მესმის, ჩემი მერცხლის.
არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი,
და ეს სევდა არავისთვის გამინდვია,
ავი სიტყვით, ავი თვალით კვდება გული,
რჩება მხოლოდ, რასაც ჰქვია სიყვარული!”