23 ოქტომბერი, 2019

ნინო სურგულაძის არაჩვეულებრივი საჩუქარი

ნინო სურგულაძის არაჩვეულებრივი საჩუქარიოპერის მომღერლის ნინო სურგულაძის მორიგი საჩუქარი იმ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეძღვნებათ, რომლებიც იმერეთის რეგიონში ცხოვრობენ და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

ნინოს მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 9 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები, კონცერტიდან შემოსული თანხით კი იმერეთის რეგიონში მცხოვრება მძიმედ დაავადებულ პატარებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.