16 ოქტომბერი, 2019

“ნატვრის ხის” მთავარი საიდუმლო

"ნატვრის ხის" მთავარი საიდუმლოთენგიზ აბულაძის “ნატვრის ხის” მთავარი საიდუმლო ყველა მაყურებლისთვის თავისებურია: ზოგი მასში სილამაზის გათელვას ხედავს, ზოგი – ნიჭის უპატიებლობას, ზოგი სიყვარულის გაყიდვას, ზოგისთვის კი ფილმი უბრალოდ დეპრესიულია.

ნუგზარ სულა სულაშვილისთვის ეს არის ფილმი, რომელიც საქართველოს სახეა – ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველოსი:

“აღნიშნავენ რომ “ნატვრის ხე“ დეპრესიული ფილმია.

დიახ, ბატონებო. ეს ჩვენი წარსული და აწმყოა, სადაც ადამიანებს სილამაზეს არ პატიობენ. დეპრესიულია, რადგან ერთმანეთის სახეებს ვხედავთ და ვიცით, არაფერი შეცვლილა.

ეს საქართველოა, სადაც არ პატიობენ ნიჭს და გულწრფელობას. დიახ, ეს ჩვენი ქვეყნის გუშინდელი და დღევანდელი დღეა, სადაც ციციკორეები, მამაო ოხროხინეები და მეოცნებე ელიოზები მართავენ საქართველოს.

სადაც სიკვდილამდე ელოდებიან შიოლას და ყველაზე იაფად ჰყიდიან სიყვარულს.

დიახ, ეს არის ვირზე უკუღმა შემჯდარი საქართველო!”