მურმან ჯინორია გია ყანჩელზე

მურმან ჯინორია გია ყანჩელზერუსთაველის თეატრის მსახიობი მურმან ჯინორია კომპოზიტორ გია ყანჩელზე გულწრფელ ჩანაწერს აქვეყნებს:

“არიან ადამიანები, რომლებიც აკლდებიან ქალაქს და მთელ ქვეყანას, თუმცა გია ყანჩელი მთელ მსოფლიოს დააკლდა.

იგი გრძნობდა სამყაროს გულისცემას და ქართულ სულიერებაში ატარებდა ყველა ნოტს, ამიტომ იყო მისი ხელოვნება ყველასთვის ახლობელი.

მე, როგორც მუსიკის არაპროფესიონალს, მაინც მგონია, ვინც კი მომისმენია, მათ შორის ასეთ დრამატურგიულ მუსიკას ვინმე ქმნიდეს. მის მუსიკაში, ბგერების მიღმა სიუჟეტს კითხულობს ადამიანი. ძალიან განვიცდი და ვწუხვარ, ჩემი უფროსი მეგობრის დაკარგვას, რომლისგანაც მუდამ ვგრძნობდი კეთილგანწყობას.

მადლობა, ღმერთს, რომ მთელი 35 წლის მანძილზე მომიწია ბატონ გიასთან ერთად რუსთაველის თეატრში მოღვაწეობა.

სახელი და გვარი გია ყანჩელი სამუდამოდ უკვდავი დარჩება მსოფლიო ხელოვნების მწვერვალებზე.”