3 ოქტომბერი, 2019

მთაწმინდა თუ დიდუბე? – სად დაკრძალავენ გია ყანჩელს?

მთაწმინდა თუ დიდუბე? - სად დაკრძალავენ გია ყანჩელს?მთაწმინდა თუ დიდუბე? – სად დაკრძალავენ ლეგენდარულ გია ყანჩელს? ამ საკითხს განიხილავს ქართული საზოგადოება და უმრავლესობას მიაჩნია, რომ მისი ადგილი სრულიად დამსახურებულად არის მთაწმინდის პანთეონში.

თუმცა, როგორც “არტ ინფოსთვის” გახდა ცნობილი, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, რადგან კომპოზიტორი თავად ამბობდა სიცოცხლეში, რომ ყველა მისი უახლოესი მეგობარი დიდუბის პანთეონში იყო დაკრძალული და იქაურობა უყვარდა.