22 ოქტომბერი, 2019

მოზარდ მაყურებელთა თეატრი “ოდისეას” ბათუმში ითამაშებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი "ოდისეას" ბათუმში ითამაშებსნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აჭარაში, ანიმაციური ფილმების 11-ე საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

24 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მოზარდელები მულტიმედიურ სპექტაკლს „ოდისეა“-ს წარმოადგენენ.
წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად ბავშვებისთვის ადაპტირებული მითოლოგია უდევს.
სპექტაკლში მაყურებელი შეხვდება მითოლოგიურ გმირებს: ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს და სხვა.

მულტიმედიური პროექტის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, მხატვარი – ლანა ყავრელიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი კობერიძის, მულტიპლიკაციის რეჟისორი – პეტრე თომაძე, მულტუპლიკატორები: გიორგი გორელაშვილი, თამარ კოჩალიძე, არსენ ოქრუაშვილი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ხატია მელქაძე, იოანა ნავაძე, ვახტანგ ნოზაძე და ნიკა ფაიქრიძე.

თეატრალური პროექტი „ოდისეა“ განხორციელდა თბილისის მერიის კულტურის სამსახურისა და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.