10 ოქტომბერი, 2019

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გადაწვის რეალური მიზეზი

კონსტანტინე გამსახურდია 125– კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას მამა იყო! – ასე მიაჩნია ამ განცხადების ავტორს, ისტორიკოსს გიორგი კალანდიას და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ აბაშის კონსტანტინესეულ სახლში თითქმის არავინ არ დადის:

“ქვეყანა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას მამა იყო!

ქვეყანა, სადაც აბაშის კონსტანტინესეულ სახლში თითქმის არავინ არ დადის და არადა რამდენი “გულმხურვალე დამცველი” ჰყავს მის შემოქმედებას!

ნწ ნწ ნწ… კონსტანტინეს მარტო წაკითხვაა არაა მთავარი, გაგებაა უფრო მნიშვნელოვანი, ჰოდა, ბევრს რომ გაეგო მისი შემოქმედება, მინიმუმ ასე არ დავჭამდით ერთმანეთს.”