9 ოქტომბერი, 2019

ჯონ ბონ ჯოვის უფასო რესტორნები გაჭირვებულებისთვის

ჯონ ბონ ჯოვის უფასო რესტორნები გაჭირვებულებისთვისმომღერალ ჯონ ბონ ჯოვის გადაწყვეტილებით, ადამიანებისთვის, ვისაც საკვების ფული არ აქვს, ორი რესტორანი გაიხსნა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ხელოვანმა თავისი ფონდის ფინანსებით უმაღლესი პროდუქტებით მომზადებული კერძები ყველა იმ ადამიანს შესთავაზა, ვისაც უჭირს.

რესტორნებში მენიუ ფასების გარეშეა, თუმცა ამ დაწესებულებებში სიარული ფულიან მომხმარებლებსაც შეუძლიათ – მათთვის სიმბოლური ფასი – 20 დოლარია დაწესებული.

მომღერალს ასევე აქვს ბაღები, სადაც მოჰყავს პროდუქტი თავისი რესტორნებისთვის. ერთი წლის განმავლობაში ჯონ ბონ ჯოვის რესტორნიდან დაახლოებით 104 000 კერძი გაიცემა.