30 ოქტომბერი, 2019

იცით რა ენატრება გურამ დოჩანაშვილს?

იცით რა ენატრება გურამ დოჩანაშვილს?მწერალ გურამ დოჩანაშვილს ყველაზე მეტად ამქვეყნად სიყვარულისფერი სითბო ენატრება.

ამის შესახებ იგი თავის რომანში “სამოსელი პირველი” საუბრობს და ადამიანების გაუცხოვებაზე წუხს:

“დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ… მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები “შეყინულღიმილიანდა”, გაიცრიცა, სიყალბე შეერია…

თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო?! ადამიანის უნდა მეშინოდეს?! არ შეიძლება ყველანი კარგები ვიყოთ?! არ შეიძლება მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ და ერთმანეთი ვაბედნიეროთ?! არ შეიძლება?!..

დომენიკო, იცი რა მომენატრა? ან – იცი, როგორ მომენატრა? დომენიკო, მომენატრა თბილი თვალები და თბილი ხელები. დომენიკო, გვირილებით სავსე მინდორში ფეხშიშველი სირბილი მომენატრა. “მიყვარხარ”, “მენატრები”, “მე უფრო”… მომენატრა.. კიდევ, აი, ის სითბო მომენატრა… სიყვარულისფერი სითბო. დომენიკო, იცი როგორ? იცი როგორ? კიი, შენ იცი როგორც…”