6 ოქტომბერი, 2019

გია ყანჩელის უარი ხელის ანაბეჭდების გახსნაზე

გია ყანჩელის უარი ხელის ანაბეჭდების გახსნაზეკომპოზიტორ გია ყანჩელის ხელის ანაბეჭდები ხელოვნების მუზეუმის უკვდავების თაღს არ ამშვენებს. ამის მიზეზი თავად კომპოზიტორია – სასახლის დირექტორისთვის გიორგი კალანდიასთვის უთქვამს, უხერხულიაო:

“დიდი მაესტრო წავიდა, მსოფლიოს დაუტოვა უკვდავი მუსიკა, ჩვენ ხელოვნების სასახლეს კი კიდევ ერთი ძვირფასი რელიქვია გვისახსოვრა, საკუთარი ხელის ანაბეჭდები… ბევრჯერ ვთხოვე სასახლის უკვდავთა თაღში გაგვეხსნა, იუარა, უხერხულიაო.

…სულ მალე მუზეუმში მოსული ნებისმიერი ადამიანი მაესტროს სიცოცხლის ნაწილს სასახლის უკვდავთა თაღში დაინახავს.”