გია ყანჩელის სიმღერა სპეციალურად ჯანსუღ კახიძისთვის

გია ყანჩელის სიმღერა სპეციალურად ჯანსუღ კახიძისთვისგია ყანჩელის რეპერტუარში არის სიმღერა, რომელიც კომპოზიტორმა სპეციალურად ჯანსუღ კახიძისთვის დაწერა.

თეკა კახიძე, ჯანსუღ კახიძის შვილი:

“ძალიან ბევრს საქართველოში ჰგონია, რომ ეს სიმღერა ჯანოსია…. ის კი გია ყანჩელისაა!!!! არავის არ ეწყინოს, მაგრამ ვერავინ ვერ მღერის ამ სიმღერას ასე, იმიტომ რომ ეს სიმღერა გიამ ჯანოსთვის დაწერა…

ისინი არამარტო მეგობრები იყვნენ, არამედ შემოქმედებითი პარტნიორები…. გიას ყველა ახალი ნაწარმოები ჩვენთან სახლში მოჰქონდა და ჯანოსთან ერთად “ამუშავებდა”, ყველა მისი სიმფონიური ნაწარმოები ჯანოს დირიჟორობით სრულდებოდა პირველად… როცა ჯანოს არ ეცალა და სხვას უწევდა მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში დირიჟორობა, გია ძალიან ბრაზობდა “ვერ გავაგებინე ვერავის სიჩუმეს როგორ უნდა მოუსმინონო”…

ჰოდა, ახლა ისევ ერთად იქნებიან და იქ გაარძელებენ მეგობრობას და შემოქმედებით პარტნიორობას.”