29 ოქტომბერი, 2019

გაუგონარი ვანდალიზმი ნაეკლესიარზე

გაუგონარი ვანდალიზმი ნაეკლესიარზეტრაქტორით გადათხარილ ნაეკლესიარზე, რომელიც სოფლებს უდესა და ზაზალოს შორის, წყისეს ნასოფლარიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს, ადამიანის ძვლებია მიმოფანტული.

ინფორმაციას გიო ჩილინგარაშვილი ავრცელებს:

“სოფ. უდესა და ზაზალოს შორის, წყისეს ნასოფლარიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს ეს ნაეკლესიარი, ზუსტი ტოპონიმი არ ვიცი მწყებსები კი ,,ნასაყდრალს“ ეძახიან. რამოდენიმე დღის წინ დაზვერვებზე ერთმა მწყესმა მითხრა, ტრაქტორი თხრიდაო და მეც დაფეთებული გავვარდი და ეს სურათი დამხვდა, აშკარად ეტყობა ჩვენი წმინდა ეკლესიის ხელწერა.

როგორც ჩანს, ეკლესიის აღდგენა განუზრახავთ და ამისთვის ჯერ პირველი ნაბიჯები გადაუდგამთ და სასმელი წყალი მიუყვანიათ.

მთელი ტერიტორია ტრაქტორით არის გადათხრილი.

გაუგონარი ვანდალიზმი ნაეკლესიარზე

ზედაპირზეა ამოყრილი მოჭიქული, მოუჭიქავი, მოხატული, შეღებილი და სადა კერამიკა.

გაუგონარი ვანდალიზმი ნაეკლესიარზე

მიმოფანტულია ადამიანის ძვლები, ნაწილი შეუგროვებიათ ხის ყუთში!

გაუგონარი ვანდალიზმი ნაეკლესიარზე

ეკლესიასთან ახლოს ორმოა გაკეთებული, სადაც ჭრილში ჩანს ნაცროვანი ფენა!”

გაუგონარი ვანდალიზმი ნაეკლესიარზე