30 ოქტომბერი, 2019

გადადგეს დავით ლორთქიფანიძე!

გადადგეს დავით ლორთქიფანიძე!საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მტკიცებით, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან:

“გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დაიკითხოს, აქამდე ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში!

დაუყოვნებლივ შეიძინონ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდისთვის აირმიწოდებისა და ვენტილაციის აგრეგატი!

დაუბრუნდეს ხელოვნების მუზეუმს სააკაშვილის რეჟიმის მიერ წართმეული დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი!

დაბრუნდეს ხელოვნების მუზეუმში იქიდან გატანილი კოლექციები!

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც მხოლოდ ოქროს ფონდი იყო ღია და დამთვალიერებელს ამ შენობაში მხოლოდ საგანძურის ნახვა შეეძლო, 3 ოქტომბრის შემდეგ დაკეტილია. როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში, ისე ახლა პროცესი საჯარო არ არის – ეროვნული მუზეუმის დირექცია ოცნების ასრულებას ცდილობს – მუზეუმის შენობაში არსებული საგანძურის და იქ ჩარჩენილი კოლექციების ევაკუაციას დღემდე ვერ მიაღწიეს და ახლა, როცა დედა ეკლესიის გარშემო ვითარება მორიგჯერ დაიძაბა, დრო იხელთეს, რაც აქამდე არაერთხელ უცდიათ…

სამუზეუმო გაერთიანებაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში არაერთი მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, უამრავი ადამიანი დაკითხულია, ლორთქიფანიძის გარდა!

ხელოვნების მუზეუმზე მიდგმულ სასტუმრო “ვინდამის” ავტოფარეხის ქვედა სივრცე (რვა მეტრი სიღრმეზე) ხელოვნების მუზეუმის კოლექციების ჩასაზიდად გამზადებული აქვთ. ეროვნული მუზემის დირექცია ირწმუნება, რომ სასტუმროს ავტოფარეხის ქვეშ კოლექციების ჩატანა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება!”