3 ოქტომბერი, 2019

ევროპის ლიტერატურული პრემია ბექა ადამაშვილს

მწერალევროპის ლიტერატურული პრემია ბექა ადამაშვილს ბექა ადამაშვილს ევროპის ლიტერატურული პრემია მიენიჭა. ის პირველი ქართველი მწერალია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.

დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში გაიმართა.

ევროპის ლიტერატურული პრიზის 2019 წლის გამარჯვებულები ბექა ადამაშვილთან ერთად გახდნენ: ლაურა ფროიდენტალერი (ავსტრია), პიია ლეინო (ფინეთი), სოფი დოლი (საფრანგეთი), რეკა მან-ვარჰეგი (უნგრეთი), ნიკოს ქრისოსი (საბერძნეთი), იან ქარსონი (ირლანდია), ჯიოვანი დოზინი (იტალია), დიანა ოპოლსკაიტე (ლიტვა), მართა ძიდო (პოლონეთი), ტატიანა ტიბულეაცი (რუმინეთი), ივანა დობრაკოვოვა (სლოვაკეთი), ჰასკა შიანი (უკრაინა) და მელისა ჰარისონი (გაერთიანებული სამეფო).

გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდო, მათი ნაწარმოებები კი ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ერთ კრებულად გამოიცემა.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის არსებობის 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში 108 ავტორია დაჯილდოვებული.