ძალიან კარგი ინიციატივა გია ყანჩელთან დაკავშირებით

ძალიან კარგი ინიციატივა გია ყანჩელთან დაკავშირებითგია ყანჩელთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინიციატივას აჟღერებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია:

“უდიდესი მუსიკოსი დაკარგა საქართველომ გია ყანჩელის წასვლით…

რამოდენიმე თვის წინ, როდესაც მუსიკოსების რეაბილიტაციის პროექტზე ვმუშაობდით, მინდოდა, ბატონი გიას მუსიკით გაგვეხსნა ეს კომპოზიცია მისი თანდასწრებით, მაგრამ არ დაგვცალდა…

რასაკვირველია, მოვა დრო, როდესაც გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება თბილისშიც და სხვაგანაც, მაგრამ ახალი კანონმდებლობით, რომელიც ხალხის მსახურებმა იმოღვაწევეს და შეიმუშავეს, 20 წელი უნდა გავიდეს იქამდე, სანამ ადამიანის წასვლიდან შესაძლებელი იქნება მისი ასეთი სახით პატივისცემა…

ვფიქრობ, ამ წლების გასვლა არაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ დააფასოს ეს გენიალური მუსიკოსი…

სწორედ ამიტომ მინდა, რომ “მუსიკოსების” შადრევნის დიზაინი ნაწილობრივ შეიცვალოს და ის მიეძღვნას გია ყანჩელის ხსოვნას, რაც გამოიხატება არა ძეგლის აღმართვაში, არამედ შადრევნის თავისებურ მხატვრულ გადაწყვეტაში, ასევე მუსიკალური გაფორმებით ბატონი გიას ნაწარმოებებიდან….

იქნებ, ამ მოედანს ბატონი გიას სახელი დაერქვას…

მგონია, რომ საზოგადოებას მოეწონება ეს იდეა.”