29 ოქტომბერი, 2019

დინა მირცხულავას სამართლიანი გულისტიკივლი

დინა მირცხულავას სამართლიანი გულისტიკივლიმწერალ დინა მირცხულავას გულისტკივილი ნამდვილად სამართლიანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება:

“ყველაფერი სასაცილო და გასაბითურებელი გავხადეთ…

მიმოიხედეთ გარშემო, რომელიმე ქვეყანა და ერი თუ დასცინებს თავისას, რომელიმე ქვეყანა და ერი თუ აიგდებს ასე მასხრად სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებს…

ამას წინათ ქუჩაში ჩემი თვალით ვნახე, შუქნიშანზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს შუა თითი როგორ აუწია ქვეითად მოსიარულემ… გადმოხტნენ მანქანიდან პოლიციელები და მანქანაში ჩატენეს…

გაგიკვირდებათ და ამის გამო არცერთი არასამთავრობო არ გამოსულა ტელევიზიით და არც იმ ბიჭს უტლიკინია სადმე, “ფჩოლკაზე” შემეხნენო…

ნახეთ რომელიმე კათოლიკე თუ დასცინის თავის პაპს.

(ერთი ორი ადამიანის მაგალითი არ მიიღება)

იცით რატომ ?! არ შეიძლება ადამიანს გამოაცალო, რაც ღირებული აქვს და რასაც უნდა დაეყრდნოს, მან იცის, რომ რელიგია სახელმწიფო მართვის ისეთივე ძლიერი ინსტიტუტია, როგორც პოლიცია და ჯარი…

ყველაზე ყველაფერი იციან ვინძლო, მაგრამ არ შლიან სახელმწიფოს, არ ეხებიან ავტორიტეტებს…

აბა ნახეთ, ჩვენს პატრიარქზე რა ხდება, მსგავსი ავტორიტეტის ადამიანს, ხაზს ვუსვამ – ადამიანს – ნებისმიერი ქვეყანა გააღმერთებდა… ჩვენ კი… ყოველ მეორე კომენტარს ვკითხულობ – ილია ვტაროე, რუის-ურბნისი…

ვინ უნდა მოაწყოს რუის-ურბნისი?! ამაზე თუ გიფიქრიათ?! ნაკლებმა ბოროტებამ დიდი ბოროტება გაპარსოს?!

ამის წინ ვკითხულობდი აქ კონსტანტინე გამსახურდიას კრიტიკას, დროში აცდენილი მწერალიაო და ბევრი შუსაბამობა აქვსო დიდოსტატში… დუმბაძეზე ვკითხულობდი, აგენტი იყოო… და ძირითადად ჩემი ასაკის ადამიანები აკომენტარებდენენ და მიწასთან ასწორებდენენ…

ვერ იპოვით ფრანგს, რომელიც ჰიუგოს დაცინებს, დიუმას… ვერ იპოვით გერმანელს, რომელიც ჰერმან ჰესეს მასხრად აიგდებს… ვერ იპოვით ინგლისელს, რომელიც სტაინბეკით არ ამაყობს, მას შეიძლება არ მოსწონდეს ესა თუ ის მწერალი, მაგრამ თქვენთან არასოდეს იტყვის ამას…

ვერ იპოვით ვერც ერთი ერის ადამიანს, რომელიც თავის მომღერალს კონკურსზე გაუშვებს და გამოსვლამდე ხომ გაანადურებს და გამოსვლის მერე მაქსიმალურად ეცდება, ყველაზე სასაცილო კომენტარი დაუწეროს…
არაფრისგან ქმნის ევროპა გმირებს და ავტორიტეტებს და ჩვენ რა გვჭირს?!

ნიშნის მოგებით არ ვწერ, მართლა გული მტკივა და ძალიან გთხოვთ, სწორად გაიგეთ… კამათს არ ვაპირებ…

ღირებულებათა სისტემა გვაქვს ნულს ქვემოთ…”