30 ოქტომბერი, 2019

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ამერიკული წარმატება

"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ამერიკული წარმატებაქართულ-შვედური ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ლევან აკინის ნამუშევარია.

ფილმმა ამერიკაში, ჩიკაგოს რიგით 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინა. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა, ფილმს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე კარგად იცნობენ.