26 ოქტომბერი, 2019

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი პარიზის ოპერის თეატრში

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი პარიზის ოპერის თეატრშიქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის დებიუტმა პრინცესა ებოლის პარტიაში უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

პარიზის ნაციონალური ოპერის თეატრში წარმოდგენილი იყო ჯუზეპე ვერდის “დონ კარლოსი”, სადაც ქართველმა ოპერის მომღერალმა პრინცესა ებოლის პარტია უმაღლეს დონეზე შეასრულა.

გადაჭედილმა დარბაზმა ქართველი მეცო მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.