27 ოქტომბერი, 2019

ახალი შეტევა ანიტა რაჭველიშვილზე

ახალი შეტევა ანიტა რაჭველიშვილზეოპერის მომღერალზე ანიტა რაჭველიშვილზე ახალ-ახალი შეტევები ხორციელდება. არქიმანდრიტ ბართლომეს შემდეგ, ოპერის მომღერალს ახლა ემიგრანტების სახელით უცხადებენ ომს და მის გამონათქვამებს სასირცხვილოს უწოდებენ.

ანიტა დარწმუნებულია, რომ ახალი “გენიალური” იდეა ე.წ. ტროლების ბელადის ნამოქმედარია და ემიგრანტები არაფერ შუაში არ არიან:

“სადაც იმღერებ, ყველა ოპერაში დაგხვდება ეს წერილი, სადაც ვინმე მოგისმენს, ყველას ექნება ეს წერილი წაკითხული და ყველას ეციდინება, რამდენად მწირია შენი აზროვნება, შეგნება და განათლება.

ერთადერთი რაც გაგაჩნია, ხმაა, ისიც ღმერთმა მოგცა, მას მერე არაფერი შემატე შენს თავს. სირცხვილია ამხელა დონის მეცო-სოპრანო ასე რომ იქცევი…”