17 ოქტომბერი, 2019

აი, რატომ უნდა ვწეროთ ქართულად

აი, რატომ უნდა ვწეროთ ქართულადბოლო პერიოდში ბევრს ვსაუბრობთ, რომ აუცილებლად უნდა ვწეროთ ქართულად.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გოგა ჩანადირი ერთ საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

“ძალიან საინტერესო ამბავი იმაზე, თუ რატომ უნდა ვწეროთ ქართულად…

უბისაში ტაძრის ფრესკებს ვიღებდი, რომ 6 ადამიანი შემოვიდა. შვილო, ხელს ხომ არ შეგიშლითო, მომმართა მათგან ყველაზე მცხოვანმა პაპა ნოშრევანმა.

ხელი კი შემეშლებოდა, მაგრამ “კის” თქმას როგორ ვიკადრებდი?

სანთლები დაანთეს. მერე მომიტრიალდა ეს თხელ-თხელი პირისახისა და ტანად მაღალი პაპა ნოშრევანი, და მკითხა, რას ვიღებდი.

სამხრეთის შემოსასვლელის თავზე წმინდანის ფრესკა დამანახა და მითხრა, გამიგია, რომ ეს მე-9 საუკუნეში მოღვაწე ილარიონ ქართველიაო.

გამიკვირდა, რადგან არ ვიცოდი.

პაპა ნოშრევანმა კი განაგრძო: ჩემი ძმა გერმანიაში ტყვედ იყო ჩავარდნილი – მოსაუბრემ თვალები ფრესკას მიაპყრო – მასაც ილარიონი ერქვა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გერმანელების მხარეს ერთი 1 ქართველი იყო და თავის ენაზე ბარათი მისწერა – დამიხსენიო.

უფროსს წერილი ხელში ჩავარდნია და ეს რა არისო, ქართველისთვის უკითხავს. მას კი უთქვამს, იწერება, სიმღერა შემიძლია და დახვრეტის წინ მამღერეთო.

გერმანელებს არაფერი უეჭვიათ, ქართველს კი ჩემი ძმა გაუპარებია და ასე გადარჩაო.

წერე ქართულად!

გადარჩები!”