4 სექტემბერი, 2019

ვანდალიზმი სამთავისში

ვანდალიზმი სამთავისშისამთავისის ეკლესიაში ვანდალიზმი განხორციელდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირია უძველეს ეკლესია-მონასტრებში თვითნებური სამუშაოების ჩატარება, რაც სიძველეთა დაცვის წესებს წელაღებით უგულვებელყოფს.

ინფორმაციას სამთავისის ეკლესიასთან დაკავშირებით დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“ყინწვისის ამბებიდან ერთი თვეა გასული და იგივე ვანდალიზმი ხდება სამთავისში.

ისევ უკანონობა, ისევ სიძველეთა დაცვის წესების ხელაღებით უგულვებელყოფა და თვითნებობა.

გადაუდებლად აუცილებელია სინოდმა საგანგებო დადგენილება მიიღოს ამ საკითხზე, რომ სამღვდელოების ნაწილი გონზე მოვიდეს და სპეციალისტების და შესაბამისი სამსახურების იგნორირება აღარ გაბედოს.

ეს რემონტების ნიაღვარი ისტორიულ საეკლესიო ძეგლთა გამანადგურებელ კასკადად იქცა, რაც არცხვენს ეკლესიას და მის იმიჯს კიდევ უფრო ძირს აგდებს ერში.”

ვანდალიზმი სამთავისში

ვანდალიზმი სამთავისში