23 სექტემბერი, 2019

უპრეცედენტო შემთხვევა ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე

უპრეცედენტო შემთხვევა ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზეპიანისტ ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა.

28 სექტემბერს თბილისში დანიშნულ კონცერტზე დასასწრები ბილეთები ელვის სიწრაფით გაიყიდა.

პიანისტმა გადაწყვიტა, 29 სექტემბერს მეორე კონცერტიც ჩაეტარებინა. ამჯერად ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდა.

ხატია ბუნიათიშვილი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომლის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო, ონლაინ რიგის სისტემის დაყენება გახდა აუცილებელი.

ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის 29 სექტემბრის კონცერტის ბილეთები დაპირებისამებრ, მხოლოდ biletebi.ge-ზე გაიყიდა, ზუსტად 11:00 საათიდან რიგის სისტემის დეტალური ინსტრუქციით. რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი ზუსტად 25 წუთში გაიყიდა.