უმნიშვნელოვანესი ამბავი ილია ჭავჭავაძეზე

უმნიშვნელოვანესი ამბავი ილია ჭავჭავაძეზეილია ჭავჭავაძეზე არაერთი საინტერესო ამბავი არსებობს, თუმცა ისტორია, რომელსაც ლელა გაფრინდაშვილი გვიზიარებს, ნამდვილად უმნიშვნელოვანესია:

“ერთი, ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული ამბავი მინდა გაგიზიაროთ. იგი დიდად ცნობილი არაა და არც არსად ისწავლება, სამწუხაროდ. არადა, უმნიშვნელოვანესი ამბავია!!

ილიას ყვარლის მამულს ცოტა ხნით მისი დის შვილი – გიგო აფხაზი პატრონობდა. გიგომ ერთ გლეხს ვენახის ჩამორთმევა მოუნდომა. სამართალი გიგოს მხარეს იყო, მაგრამ სამართლიანობა – არა. ამიტომ ილიამ დის შვილს ასეთი წერილი მისწერა:

” … გიგო, ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან. არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნება არ გაურიო, გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდე სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.

მე ჩემს მოქმედებაში კანონის ნებართვას კი არ ვიმძღვარებ წინ, სინდისის ბრძანებას ვასრულებ ხოლმე. ამის გამო ვენახის ჩამორთმევაზე მე თანახმა არა ვარ…”

(ფოტოზე გიგო აფხაზი)