თავდასხმა დალი ჩიტალაძის ოჯახზე

თავდასხმა დალი ჩიტალაძის ოჯახზემოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ოჯახზე თავდასხმა მოხდა.

ინფორმაცია მსახიობმა გიორგი გასვიანმა გაავრცელა:

“მე-9 საავადმყოფო…

უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ფსიქიურად არამდგრადი ადამიანები მოქალაქეებს თავს ესხმიან.

ეკლესიიდან მომავალ დალი ჩიტალაძის შვილს, ვახტანგ სუთიძეს თავს დაესხა, ჩვენი ინფორმაციით, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი და ცივი იარაღით დაჭრა. ვახო გადაყვანილია მე-9 საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფსიქიურად დაავადებულებზე, რომლებიც ესხმიან თავს ადამიანებს, ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 3 წლის ბავშვზე თავდასხმის!”