8 სექტემბერი, 2019

თათია კობალაძე ბრიტანულ “ნიჭიერში”

თათია კობალაძე ბრიტანულ "ნიჭიერში"მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც მსმენელმა უკრაინული და ქართული იქს ფაქტორებიდან გაიცნო, ახლა ბრიტანულ “ნიჭიერშია” მიწვეული.

მომღერალმა ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო და მას უცხოეთში ელოდებიან.

თათია კობალაძე:

“ხედავ, რა დრო დაგიდგააა?! შენ ამბობდი, რო ტყუილი იყო ჩემში დროის ხარჯვა! ისიც თქვი, რო ვერაფერს მივაღწევდი! მაშინ სულ რაღაც 6 წლის ვიყავი!

დიდხანს იცოცხლე, რომ ბევრი ჩემი წარმატება ნახო და გულში დანასავით გეცემოდეს ყოველი ჩემი ფეხის დადგმა დიდ სცენაზე!

პ.ს. მიმხვედრი მიხვდება, წაააკითხებენ აუცილებლად!”

თათია კობალაძე ბრიტანულ "ნიჭიერში"