5 სექტემბერი, 2019

ტარიელ ხარხელაური – ნუ შეგაკრთობთ ცრემლი

ტარიელ ხარხელაური - ნუ შეგაკრთობთ ცრემლიპოეტი ტარიელ ხარხელაური სთხოვს ყველას, ნუ შეაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. მისი ცრემლების მიზეზი კი გარდაცვლილი შვილია – ბექა, რომელმაც პოეტი მამის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა:

“ნუ შეგაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. ეს ყველა მამის ცრემლია, რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება დედის ცრემლს, შეიძლება კიდევაც გადაამეტოს ტკივილთა სიმძაფრეში.

ღმერთმა დამიფაროს, რომ მარტო ჩემს სატკივარს ვჭირისუფლობდე, ყველას შვილს დავტირი, ყველას ტკივილი მტკივა და თუ თქვენი გონების თვალი არ ჩათვლის საკმარისად, მე რაც შემეძლო – იმის გადმოწერა მოვახერხე და ამით ჩემი ამ წუთისოფლად ყოფნა ნაწილობრივ მაინც გავამართლე.”