შოთა ნიშნიანიძე აფხაზეთზე

პოეტი შოთა ნიშნიანიძე აფხაზეთის ომს უდიდესი გულისსტკივილით გამოეხმაურა და საგანგებო ლექსიც დაწერა:

,,შენ სულ აფხაზობ, რაც არსებობს ეს საქართველო….
მაშინ რად სწუხხარ? აგწეწია სული რაღაზე?
ღმერთი და რჯული, საქართველო სანამ იქნება,
შენ სულ აფხაზი იქნები და
სულ იაფხაზებ.
ბაგეზე ლოცვა შეჰყინვიათ ილორის ხატებს,
და გმინვა მისი გარდიგარდმო
ესმით მეზობლებს.
აფხაზო კაცო, შენს დაწიხლულ,
უიღბლო გამზრდელს—
შენს საქართველოს ჩეჩნის ტყვია
როგორ ესროლე!!! ?
ქრისტეშობამდე აქ ვეძებდით სოკოს თუ ასკილს,
ერთად ვხედნიდით მეგრულ ლაფშას… აფხაზურ ლურჯას…
ქედზე მიჯაჭვულ ამირანს თუ
იგივე აბრსკილს,
ჯაჭვს ულოკავდა მე და შენი გაზრდილი ყურშა.
ვერა, ერამანეთს ვერ წავართმევთ
ამ ღვთის საბოძვარს—
ამ ერთ სამშობლოს— წინაპართა
ძვლებით მოხრეშილს,
და რატომ ვკვდებით? რატომ ვწყდებით?
მიკვირს საოცრად!!!???
ამ სამოთხედან რად მივდივართ
იმ სამოთხეში!!!”