29 სექტემბერი, 2019

საუკეთესო რჩევა ნოდარ დუმბაძისგან

საუკეთესო რჩევა ნოდარ დუმბაძისგანნოდარ დუმბაძის შემოქმედებისგან ადამიანური ღირებულებების და სწორად ცხოვრების შესწავლა შეიძლება.

თითქოსდა იუმორისტულ ნაწარმოებებში იმხელა სიმართლეა, იმხელა სიყვარულია და იმხელა სითბოა, შეუძლებელია ეს ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს.

56 წლის ასაკში გარდაცვლილი მწერალი თითოეულ ჩვენგანს სიყვარულისკენ მოუწოდებდა:

“რადგან არ იცით, როდის მოვა სიკვდილი, დატოვეთ თქვენი წილი სიყვარული ამ ქვეყანაზე. დატოვეთ დღესვე, რადგან ხვალ შეიძლება გვიან იყოს. დატოვეთ თქვენი სიყვარული იქ, სადაც მიდიხართ ხოლმე, დატოვეთ თქვენი სიყვარული იმ ადამიანებთან, ვისაც ხვდებით ხოლმე, დატოვეთ თქვენი სიყვარული, რადგან თქვენს შემდეგ ვიღაც მოვა და თქვენს სიყვარულზე თავის გულს ჩამოჰკიდებს.

თქვენი დატოვებული სიყვარული გაანათებს ამ სამყაროს, ადამიანებს გზა-კვალს გაუნათებს.

თქვენი უპირველესი მოვალეობა სწორედ ეს არის!”