20 სექტემბერი, 2019

საუკეთესო მსახიობის პრიზი სალომე დემურიას

საუკეთესო მსახიობის პრიზი სალომე დემურიას მსახიობ სალომე დემურიას საუკეთესო ქალი მსახიობის პრიზი ალმა-ატაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა.

ქართველი მსახიობი რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმში “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” შესრულებული როლისთვის კინოფესტივალის ჟიურიმ საუკეთესოდ დაასახელა.

სალომემ დიტო ცინცაძის ფილმში შესრულებული როლისთვის ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზეც მიიღო. ამ ფესტივალის მთავარი პრიზი – გრანპრი კი დიტო ცინცაძეს გადაეცა.