20 სექტემბერი, 2019

“საქართველო ფსევდო ინტელიგენციის ქვეყანაა”

"საქართველო ფსევდო ინტელიგენციის ქვეყანაა"– საქართველო ფსევდო ინტელიგენციის ქვეყანაა! – აცხადებს მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი:

“შეუძლებელია იყო ინტელიგენტი და ამავდროულად იყო უინტელექტო კაცის მათხოვარი და მონა.

ინტელექტი შეიცავს ღირსების მნიშვნელოვან თვისებას, რომელიც გამორჩეულ სიმაღლეს იკავებს.

ინტელექტი არ ვითარდება მონობის პროცესში. ინტელექტუალური ადამიანის პირველი მოთხოვნა თავისუფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია თვითგანვითარება.

საქართველო ფსევდო ინტელიგენციის ქვეყანაა, სადაც უკუდო ამპარტავნები კუდიანთა მონები და მათხოვრები არიან.”