1 სექტემბერი, 2019

რობერტ სტურუას საყურადღებო გაფრთხილება

რობერტ სტურუას საყურადღებო გაფრთხილებარეჟისორ რობერტ სტურუას საყურადღებო გაფრთხილება ყველა იმ ქართველს ეხება, რომელსაც სამშობლო უყვარს და მის მომავალზე გული შესტკივა:

“ჩიკაგოში, რესტორანის დირექტორმა მკითხა:

– სადაური ხარო?
– ქართველი ვარ-მეთქი.
– ო, საქართველო, როგორ დავკარგეთ ეს მარგალიტი, ო, კახეთო, კახეთო საუკეთესო მხარე ჩვენი ქვეყნის, ალაჰის მიერ ნაჩუქარო ბრილიანტოო!
– თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი?
– ირანელი ვარო!

მაინტერესებს რატომ იცავს დუჟმორეული “თავისუფლება” არაბების, ირანელების და თურქების ექსპანსიას საქართველოში?!

აგვაწიოკეს, მიწები წაგვართვეს, ზოგს ძალით რწმენა შეუცვალეს, – რა, ისტორია თავიდან დავწეროთ, როგორც სხვა ერებს ასე ოსტატურად ეხერხება?!

ქართული “თავისუფლება” ყოველთვის ჩამორჩენილი იყო, ყოველთვის პროვინციული ნიავი უბერავდა მის რედაქციაში. ახლა პროვინციალიზმის მეორე, უკიდურეს მხარეს ეტაკნენ დაკომპრომისებული საკმაოდ ხანში შესული “ავანგარდისტები”.

არაფრით ჩამორჩებიან მსოფლიოს გუშინწინდელ ატაცებებს, არაფრით – არც სექსით – უსქესო თუ სქესიანით, არც დამაბნეველი კინოშედევრები და სერისლები აბნევენ მათ გალესილ ღვარძლიან (რატომ?) ტვინს, თბილისის ფესტივალებზე შექმნილი საოცარი პროგრესული აზრი მსოფლიო თანამედროვე თეატრზე, მუსიკა, ინსტალიაციები და საბები, საბები და საბები!

მთავარი კი: სირია, ლტოლვილები, ინტერნაციონალური ძმობა… და “თავისუფლება” თავისუფლების გარეშე, უფრო სწორედ: “თავისუფლება” იმ არათავისუფალ ბედოვლათთა თავისუფლებით!”