ყველაზე მაგარი ამბავი ხალდელ სვანებზე

ყველაზე მაგარი ამბავი ხალდელ სვანებზესვანებზე არაერთი ამბავი არსებობს, რომელიც ბევრს ლეგენდა და არარეალური ჰგონია.

მწერალ დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო ტურაშვილი ხალდელი სვანების ამბავს გვიყვება:

“გაულ გავხე” – Never give up

ამბავი ხალდელი სვანების გმირობისა და რუსების ჩათლახობისა.

გთხოვთ, წაიკითხოთ ამბავი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, მაგრამ ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართული გმირობის ისტორია, საბჭოთა კავშირმა ეს ამბავიც გააქრო ჩვენი ისტორიიდან, რადგან რუსეთს ყველაზე მეტად ყოველთვის ქართველების თავისუფლების სიყვარული აშინებდა. მათ ეშინოდათ იმ სულის, რომელსაც ბოლომდე ბრძოლა შეეძლო და რომელიც თვითონ არასოდეს ჰქონდათ. ამიტომაც კლავდნენ დიდებულ, დაუმრჩილებელ ადამიანებს და აქრობდნენ იმ ისტორიებს, რომლებსაც მომავალ თაობებში, იმ დაუმორჩილებელი, თავისუფლების მოყვარული ქართველის გაცოცხლება შეეძლო, რომელიც მათ შეეწინააღმდეგებოდა. ეს ხდება ახლაც, ისინი ისევ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ, რადგან იციან, რომ სხვაგვარად საქართველოს ვერასოდეს დაიმორჩილებენ.

ახლა კი ამბავი დიადი სვანებისა, რომლებიც კი იცით, რომ არაამქვეყნიური ხალხია და სწორედ საბჭოთა კავშრმა მოახერხა, რადგან ვერასოდეს დაიმორჩილა ბოლომდე ისინი, რომ დანარჩენ საქართველოში მათზე არასწორი წარმოდგენა შეექმნა, ვითომ სვანები გონიერებით არ გამოირჩევიან და საშიშნი არიან და, სამწუხაროდ, ჩვენამდეც ასე მოღწია წარმოდგენამ სვანეთზე. მაგრამ ჩვენ წინ წავედით, ახლა უამრავი ადამიანი ჩადის სვანეთში და ყველა, ვინც სვანეთის ისტორიას და ხალხს ეცნობა, ხვდება, ამ ჯადოსნურ მხარეში, საუკეთესო ადამინები ცხოვრობენ, პროგრესულები, წესიერები, იუმორით სავსე და ისე უყვართ საკუთარი მიწა და კულტურა, როგორც არსად და არავის.

ახლა კი ამბავი ხალდეს აჯანყებისა, ანუ რუსეთისგან მიღებული კიდევ ერთი მტკივნეული ჭრილობა. უძველესი დროიდან მოყოლებული, ბალსზემო სვანეთი, ანუ თავისუფალი სვანეთი, ერთადერთი ადგილი იყო კავკასიაში, რომელსაც არც ბატონი ჰყოლია და არც გადასახადს უხდიდა ვინმეს. ბევრი შეეცადა ზემო სვანეთის ხელში ჩაგდებას, მათ შორის რომაელები, ბიზანტიელები და სპარსელებიც კი, მაგრამ ამაოდ. ასე მოვიდა თავისუფალი სვანეთი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. 1875 წლის მაისში, რუსეთის დამპალი იმპერია, ზემო სვანეთსაც მიადგა. 2000-მა სვანმა ხატზე დაიფიცა, რომ მეფის რუსეთს არ დანებდებოდა. გადაწყვიტეს, ჯერ მოლაპარაკებები გაემართათ, თუმცა გუბერნატორთან მოსალაპარაკებლად წასული სვანები მოატყუეს, 13 მათგანი ქუთაისში ჩასვლისთანავე დაიჭირეს, 3-ზე კი ძებნა გამოაცხადეს. დაუმორჩილებელ სვანეთს რუსეთის ჯარი მიადგა, ზემო სვანეთის მისადგომებთან, სვანებს დაჰპირდნენ, შემოგვიშვით და არც გადასახადებს დაგაკისრებთ და არც სამხედრო ვალდებულებს გაგხდითო, რა თქმა უნდა, ისევ მოატყუეს. თემის მახვშები და აჯანყების მოთავეები დააპატიმრეს. აჯანყებულებს სოფელ-სოფელ ეძებდნენ. ჯარი სოფელ ხალდესაც მიადგა, ხალდელები კოშკებში გამაგრდნენ და ქალები და ბავშვები სოფლიდან გაიყვანეს. გარეთ დარჩენილი ძმები გასვიანები რუსებმა იარაღზე წამოაცვეს, რასაც კოშკებიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 12 კოშკიდან იბრძოდნენ ხალდელები და რუსეთის ჯარმაც უკან დაიხია და ქვემო სვანეთში დაბრუნდა. ბუნებრივია, ეს ამბავი ასე არ დასრულდებოდა, 18 აგვისტოს სოფელ ხალდეს 12 კოშკში გამაგრებულ რამდენიმე ათეულ სვანს (დაახლ 30-40), რუსეთის ჯარის ალექსანდრეპოლის ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული და გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები, თავიანთი ქვემეხებით მიადგნენ. ათეულ სვანს, 1500-მდე კბილებამდე შეიარაღებული რუსის ჯარისკაცი რამდენიმე დღე ებრძოდა და ვერაფერს აკლებდა. ხალდელები ბრძოლის დროს სიმღერას – “გაულ გავხეს” მღეროდნენ. 26 აგვისტოს ხალდელებს ტყვია-წამალი შემოელიათ, ნაწილმა ალყის გარღვევა მოახერხა და მყინვარს შეაფარა თავი, უხუცესი ხალდელები კოშკებში დარჩნენ, ბოლომდე ისროდნენ რუსების მიმართულებით, სანამ უკანასკნელი ხალდელი არ დაიმარხა ქვემეხებით დანგრეულ უკანასკნელ კოშკში. საერთო ჯამში 10 დღე იბრძოდა ხალდე. სოფელი მიწასთან გაასწორეს. გენერალი ციტოვიჩი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, პატაკში წერს – “ხალდე აღებულია. ნანგრევებში აღმოვაჩინეთ აჯანყებულთა ნაწილი, რომელთაც ხელში თოფები ეჭირათ და ნაწილის დევნას ვანხორციელებთ”.

აქტიურად ეძებდა მილიცია აჯანყებულებს, იპოვნეს და რამდენიმე შეტაკებაც მოხდა, თუმცა ვერ ახერხებდნენ მათ დაკავებას. რუსებმა ისევ ჩათლახურად მოქცევა გადაწყვიტეს და სვანებს ცოლ-შვილის დაჭერით დაემუქრნენ. სვანებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ. 22 აჯანყებული გუბერნატორთან ჩავიდა, ეზოში შევიდა და “გაულ გავხეს” სიმღერით ჩაბარდა მთავრობას.

ხალდელების სასამართლო პროცესი 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაგრძელდა. ბრალდებულებს ადვოკატებთან ერთად, მწერლების სახელით აკაკი წერეთელი იცავდა. საოცარი სანახავი იყო თურმე, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, როგორ ამხნევებდნენ და ექომაგებოდნენ ერთმანეთს ხალდელები. ყველა მათგანს მძიმე ბრალდება წაუყენეს. აჯანყების მოთავეებს გურმაჩ გასვიანს და ჯოხან ჯოხაძეს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მოგვიანებით კავკასიის მეფისნაცვალმა, შეუმსუბუქა მათ სასჯელის ფორმა და უვადო კატორღაში მუშაობა დაევალათ. ჩარგაზ ჯოხაძეს და მომი ჩეგიანს გადასახლება 8 წლით, შორეულ ციმბირში, ხოლო ბადრი გასვიანს 18 წლით საკატორღო სამუშაობების შესრულება მიუსაჯეს. გადასახლება სულ 31 ადამიანს მიუსაჯეს.

სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორეს, სახელი გადაარქვეს, “ახალი იფრარი” დაარქვეს და იქ დასახლება ყველა მკვიდრს აუკრძალეს.

წლების შემდეგ ხალდეს აჯანყებულებიდან მხოლოდ ერთი – მომი ჩეგიანი დაბრუნდა და ისევ ხალდეში დასახლდა.

სიმღერა “გაულ გავხე” – ხალდეს აჯანყების სიმბოლოდ იქცა და ეს ფერხული სვანეთში დღემდე დიდი პატივით სრულდება.

აბა, წარმოიდგინეთ, 12 კოშკში გამაგრებული 30 სვანი, 1500 რუსს რომ ებრძვის და “გაულ გავხეს” მღერის.

ხოდა, ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც ბევრმა არც კი იცის. რუსეთი ყოველთვის გვატყუებდა და გვატყუებს ახლაც და მოგვატყუებს მომავალშიც, რადგან სხვაგვარად ვერასოდეს გვამარცხებდა, სწორედ იმიტომ, რომ ხალდელების მსგავსნი ყოველთვის გვყავდნენ, ახლაც გვყავს და მომავალშიც გვეყოლებიან, მანამდე სანამ ბოლომდე გამოგვირეცხავენ ტვინს ტყუილებით და სანამ მივცემთ უფლებას ჩვენი ისტორია გადაწერონ, დაგვავიწყონ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.

და ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის დროშის ქვეშ ცხოვრებას, ჩვენ არ დავისვამთ გავრილოვს თავზე, ჩვენ არ ვვინდა რუსი მინისტრები.

მამაჩემის მაისური – “გაულ გავხე”, რომელიც ითარგმნება როგორც “გაველ, გავხედე”, თუმცა არის სიმბოლო იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, ასე რომ – Never give up!

ჩემი მაისური კი არის სიმბოლო 20 ივნისის მოვლენებისა, როდესაც რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსულ ქართველებს, თვალები დათხარეს. (მუსია ქებურიას შესანიშნავი ნამუშევარი).

ფოტო გადაღებულია უშგულში.

ეს ამბავი მე მოკლედ დავწერე, ბევრად ღრმა და საინტერესოა, ასე რომ, დაგუგლეთ და წაიკითხეთ.”