19 სექტემბერი, 2019

პიერ რიშარი ქართველებზე

პიერ რიშარი ქართველებზეფრანგი მსახიობი პიერ რიშარი საქართველოში ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” მონაწილეობისთვის იმყოფებოდა.

თბილისში გატარებულ სამ თვეს მსახიობი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს:

“ბედნიერება მხვდა წილად მეცხოვრა სამი თვე თბილისში.

ქართველები ნამდვილად განსაკუთრებულები არიან და ძალიან მიყვარს. ისინი ბუნებით არიან მსახიობები. ქართველებს შეუძლიათ როიალზე, ვიოლინოზე დაკვრა, არაჩვეულებრივი სიმღერა და თანაც სხვადასხვა ხმებში. მათ ბავშვებიივით სულები აქვთ.

საქართველოში მივხვდი, როგორ უნდა იცხოვრო და დატკბე სიცოცხლით. ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვმღეროდით, ვსვამდით, ვმხიარულობდით…

ცხოვრებაში არასდროს მქონია ისეთი ბედნიერი, ლამაზი და დაუვიწყარი დაბადების დღე, როგორც თბილისში.

ღმერთო ჩემო, დღემდე არ შემიძლია გავიაზრო, მუშაობას როდისღა ვასწრებდით?!”