ახალგაზრდა ფრანგი პიანისტის ლიდი სოლომონის კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მე-6 საფესტივალო დღეს, ბათუმის თეატრის სცენა ახლგაზრდა ფრანგ პიანისტს დაეთმო.
ლიდი სოლომონი ბათუმში ფესტივალის პარტნიორის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით ჩამოვიდა.
ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა სალომე მურვანიძემ მიმართა.
ნიჭიერმა შემსრულებელმა სოლო კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთხოვენის, მიშელ სონისა და მორის რაველის ნაწარმოებები შეასრულა.
კონცერტს ფესტივალზე სტუმრად მყოფი, ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მუსიკის ინოვაციური სწავლების მეთოდის ავტორი მიშელ სონი დაესწრო.
ფესტივალის მეშვიდე დღე კი ხელოვნებას დაეთმობა.
ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საფრანგეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მხატვრის ანრი მაჭავარიანის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება.
20:00 საათზე კი ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია მოეწყობა.