პეტრე ოცხელის მიერ მოჩუქურთმებული კარადა

პეტრე ოცხელის მიერ მოჩუქურთმებული კარადამხატვარ პეტრე ოცხელის შემოქმედება ნამდვილად გენიალურია თავისი ორიგინალურობით.

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ აღმოაჩინა, რომ კარადა, რომელიც მის სახლში წლებია ჰკიდია, პეტრე ოცხელის დამზადებული ყოფილა:

“რაც თავი მახსოვს, ეს კარადაც მახსოვს… ახლა აღმოვაჩინე, რომ პეტრე ოცხელის გაკეთებულია ხელით…

მამაჩემის ნაამბობის მიხედვით, თავად პეტრემ გვაჩუქა. პეტრეს და – ნინა ოცხელი და ბებიაჩემი თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ.”