5 სექტემბერი, 2019

პაატა ქურდაძე: “შარდენის გეტომ საკუთარ თავს გადააჭარბა!”

პაატა ქურდაძე: "შარდენის გეტომ საკუთარ თავს გადააჭარბა!”– თავი დავანებოთ ამ პეროებიან კლასიკური მუსიკის ფესტივალებს, – აცხადებს მწერალი და ესეისტი პაატა ქურდაძე:

“შარდენის გეტოს მუსიკალური რეპერტუარი ფაქტობრივად ქვეყნის კულტურული და ტურისტული მაჯისცემაა – უკვე ერთი კვირაა დილამდე ირანული პაპსა გუგუნებს ასი ათასი მოწამის მოფარფატე სულთა წმინდა ლოკაციაში!

მგონი აჯობებს, თავი დავანებოთ ამ პეროებიან კლასიკური მუსიკის ფესტივალებს და ეთნიკურ პაპსა ფესტივალებს მივაწვეთ – ეს აშკარად ბევრად უფრო ახლოს არის ხალხის და ტურისტების გულთან.

გუშინ, მაგალითად, ღამის ორ საათზე რუსული კალინკას და რაღაც აღმოსავლური თანამედროვე საოცრების ისეთი მიქსი მოვისმინეთ, რომ მრავლისმნახველი გაბრიელიც კი გაოცებული დარჩა – მოგეხსენებათ, ჩვენ სულიერად დაცემული და განადგურებული ქალაქიდან ვართ – აი,’არაბებმა და ზანგებმა რომ გადაჭამეს, დარტანიანის და სამი მუშკეტერის სული რომ ჩაკლეს… რა არ მომისმენია, მაგრამ კალინკასა და ბაიათის “გაკლუბებული” მიქსი!…

ღმერთო!… შარდენის გეტომ საკუთარ თავს გადააჭარბა! ვარანცოველები ამბობენ, აღმაშენებელის გეტოშიც ძალიან კრეატიული განწყობააო… ერთი კალხოზნიზე უკრავენ ვიღაც “უჯიშო ევროპელები” პიანინოს… მაგრამ ვის რაში ჭირდება! ხალხს “სავრემენნი” კლუბური კალინკა და ბაიათი სწყურია!

ამიტომ ვამბობ, დავამთავროთ ეს როიალივით ელეგანტური ტინგიცობა და მართლა რეალურად სახალხო ფესტივალის ჩატარებაზე ვიფიქროთ, ისეთი მუსიკის, ჩვენი მრავალტანჯული ერის გულის აშლილ სიმებს რომ შეეხება და ააფორიაქებს! ქვეყნის და ქალაქის კულტურა ხომ ის არის, რაც ისმის და რაც ჩანს ყოველ ნაბიჯზე და არა ის, რაც გვსურს რომ იყოს! ასე არ არის?”