ნიკო კეცხოველის და ხევსურის გამორჩეული ისტორია

ნიკო კეცხოველის და ხევსურის გამორჩეული ისტორიამწერალ ნიკო კეცხოველის ცხოვრებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს ხევსურთან დაკავშირებით რიჩარდ ნიჟარაძე გაგვაცნობს:

“ერთმა ხევსურმა უნივერსიტეტში წასულ შვილს უთხრა:

– კაცობა არ შეგეშალოს, მეგობარი იცოდე, მისი ჭირი და ლხინი გაიზიარეო.

ამ საქმეს გადაყვა მამის დამჯერი ვაჟი და გასარიცხად დაუდგა საქმე.

მაშინდელმა რექტორმა, ნიკო კეცხოველმა სახლში გაუშვა – მამა ჩამოიყვანეო. მამამ საქმეები მოიმიზეზა და შვილს წერილი გამოატანა. მისი წაკითხვის შემდეგ რექტორმა სტუდენტი აუდიტორიაში გაუშვა და თან გააფრთხილა, თუ სადმე წასვლა დაგჭირდეს, მე გამაგებინე და ლექციები უმიზეზოდ აღარ გააცდინოო.

ფურცლის ნაგლეჯზე ეწერა:

– ხმალი ასალესად გამოგიგზავნე, უკან დაჟანგულს რად მიზავნი, სწავლულო კაცო?”