6 სექტემბერი, 2019

მუხრან-მაჭავარიანის სახლ-მუზეუმიდან დირექტორის მოადგილის გაგდება სურთ

მუხრან-მაჭავარიანის სახლ-მუზეუმიდან დირექტორის მოადგილის გაგდება სურთსაჩხერეში, სოფელ არგვეთში ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმიდან დირექტორის მოადგილის გიორგი იაშვილის გაგდება სურთ.

ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი იაშვილი თავად ავრცელებს:

მინდა მივმართო ჩემს მტრებს! ტყუილად გაქვთ ილუზია, რომ მე მუხრანის სახლ-მუზეუმიდან ვინმე გამაგდებს! სანამ, მე ვიქნები ცოცხალი, ვიქნები ამ მუზეუმში და მე რომ აღარ ვიქნები, თქვენ დაუძლურებულები იქნებით უკვე ამ მუზეუმისთვის!

ჯობია თქვენი ადგილი სხვაგან მოძებნოთ! ამ სტატუსს ვასრულებ მუხრანის ლექსით!

გამისკდეს მიწა,
დამახრჩოს თოვლმა,
მივეცე შმაგი
მდინარის ზვირთებს, –
ღიმილის გარდა,
მე შენი მტრობა
თუ რამეს მგვრიდეს.
ირწმუნო დროა!
იცოდე დროა!
გეტყვი და გეტყვი
კიდევ და კიდევ:
ღიმილის გარდა,
მე შენი მტრობა,
არც შეიძლება,
რაიმეს მგვრიდეს.”