მწერალი კონსტანტინე კირვალიძე შიმშილობას იწყებს

მწერალი კონსტანტინე კირვალიძე შიმშილობას იწყებსმწერალი კონსტანტინე კირვალიძე პარლამენტის შენობის წინ 30 სექტემბერს შიმშილობას

იწყებს:
“მე და ჩემი ოჯახი, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, დავიწყებთ ორშაბათიდან შიმშილობას, პარლამენტთან. შიმშილით, მე ვიშიმიშილებ მხოლოდ. უბრალოდ ვაანონსებ…

ამ ზომამდე მიმიყვანა ამ ქვეყნის პოსტ-საბჭოთა რეჟიმმა, რომელმაც წელში გატეხა არამარტო ჩემი ოჯახი, არამედ უამრავი ქართველი და თითქმის მთლიანად, საქართველო. არ არის ეს პათეტიკა, ყველაფერი სრული სიმართლეა და მე რამე ფორმით, ვალდებული ვარ, რომ პროტესტი მაინც გამოვთქვა. გასაგებია, რომ ამით, მხოლოდ ჩემს თავს ვაზარალებ, ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ რა ვქნა, რამე პასუხი უნდა გაეცეს, ამათ არამზადობას და ამჟამად, სხვა ვერაფერს ვახერხებ.

არავის არ ვთხოვ სოლიდარობას, ესეც სადღაც სხვაგან წყდება, ვის უნდა გამოუცხადონ სოლიდარობა და ვის არა. ამიტომ, არც არავის ვთხოვ, უბრალოდ ყველამ იცოდეს, რომ მხოლოდ სამართალი, ეიძლება დადიოდეს ურმით, უსამართლობას, დიდი და ძლიერი ფრთები აქვს და მალე და აუცილებლად მიდის ყველასთან, იმათთანაც კი, ვინც მთელი ცხოვრება ემორჩილება შიშით, ან თავად ატარებს მას.

საქართველოში შექმნილი უკიდურესად მძიმე, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემიგრაციაშია და ასე ცდილობს თავის და ოჯახის გატანას, ან აქ, მონური შრომის ფასად ცდილობს გადარჩეს, გადავწყვიტეთ მშვიდობიანი გზით გავაპროტესტოთ ეს უდიდესი ბოროტება, სიღარიბე და მოვითხოვოთ საქართველოს ხელისუფლებისგან, მისი გადაჭრის ეფექტური გზების პოვნა!

პირველ ეტაპზე, თუკი ქვეყანას არ გააჩნია სხვა რესურსი, არსებული რესურსი უნდა იქნას სამართლიანად და სწორად გადანაწილებული, რათა შემცირდეს სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა, ჩვენს ქვეყანაში! შეეკვეცოთ ხელფასები და პრემიები ყველა მაღალჩინოსანს, ყველა საჯარო სამსახურის იმ მოხელეს, ვისი ხელფასი ან პრემია, თუ დანამატი, შეადგენს სამი ათას ლარზე მეტს! ეს გამოთავისუფლებული თანხა, მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვის ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ რესურსს ვერ, ან არ იყენებს სახელმწიფო! ანუ დაუსაქმებელ ადამიანებს!

საქართველოში ბოლო სტატისტიკით ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ყოველი მეოთხე ბავშვი იმყოფება უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე ან ზღვარს მიღმა. ყოველ მესამე, ან მეოთხე ოჯახს არ გააჩნია ელემენტარული არსებობისათვის აუცილებელი თანხა! თითქმის ყველა ოჯახი იმყოფება ფინანსურ მონობაში! იხდის, ან ვერ იხდის ბანკების მიერ დაწესებულ უაზროდ მაღალ პროცენტს. “იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი არ გახდეს იძულებული მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ” (გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია), ასევე გამომდინარე იქედან, რომ .”ყველას აქვს შრომისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება” (მუხლი 23.) “ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება”. (მუხლი 22.)

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ან გამოიყენოს ქვეყნის სამსახურში ჩვენი ფიზიკური თუ ინტელექტუალური რესურსი შესაბამისად, ან დაგვინიშნოს სოციალური დახმარება არანაკლებ 600 ლარისა! ასევე, ყურადღება მიექცეს, რომ სწორად და ნამდვილად საჭიროების მიხედვით იქნას დანიშნული ადამიანებზე, ეს კანონით კუთვნილი დახმარება და არა ნაცნობობით, ან პოლიტიკური ნიშნით გადაწყდეს, როგორც ახლაა. ეს თანხა (მინიმუმ 600 ლარი), სჭირდება დღეს უბრალოდ არსებობას და თუ კი ნაკლები სჭირდება, მაშინ მით უმეტეს, არ არის აუცილებელი ხუთი, ათი, ან 30 ათასი ლარი ჰქონდეთ ხელფასი, მთავრობის მაღალჩინოსნებს, ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები, ფაქტიურად ვშიმშილობთ!

ჩვენ, საზოგადოების სხვა, ღირსეულ წარმომადგენლებთან ერთად გავაპროტესტებთ სიღარიბეს, როგორც უდიდეს ბოროტებას და მოვითხოვთ, ჩვენს ქვეყანაში, ადამიანურად ცხოვრების უფლებას!

პ.ს. თუ თქვენც თვლით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თქვენი სოციალური უფლებები არ არის საკმარისად დაცული, ერთად გავაპროტესტოთ ეს და მოვითხოვოთ მისი დაცვა! თუკი არ იქნება ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და არ მიაქცევენ ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას, მე, ამ აქციის ორგანიზატორი, კოტე კირვალიძე მივმართავ მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმებს! ერთად მოვითხოვოთ ადამიანური ცხოვრების უფლება! სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა, სირცხვილი არ არის, ბოროტებაა და უნდა ვებრძოლოთ!”