მოზარდ მაყურებელთა თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს ხსნის

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს ხსნის20 სექტემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 93-ე თეატრალურ სეზონს გახსნის.

წარმოდგენილი იქნება ავთანდილ დიასამიძის მულტიმედიური სპექტაკლი „ოდისეა“, რომელმაც მაყურებლისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.

აღნიშნული წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში, კრიტიკოსთა რჩეულ სპექტაკლებს შორის მოხვდა. მისი ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 5 ოქტომბერს 17 საათზე ექნება.

21 სექტემბერიდან სპექტაკლების ჩვენება განახლდება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამივე სცენაზე. დიდი სცენა დაეთმობა მიუზიკლს „ურჩხული და ლამაზმანი“, მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება „თაგუნები და ყველი“, ხოლო ექსპერიმენტულ სივრცეში „სპლიყვი-ფანტ”.

22 სექტემბერს, მოზარდელები წარმოადგენენ გასული სეზონის ბოლო პრემიერას, ფერად და მუსიკალურ ზღაპარს „ჩიპოლინო“, მცირე სცენაზე კი გათამაშდება დოკუმენტური დრამა „არ დამივიწყო“.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც თეატრის სალაროში, ასევე ონლაინ Biletebi.ge-ზე.