17 სექტემბერი, 2019

მიხაილო – დიჯეი და არტისტი, რომელიც საკმარისად დაისაჯა!

მიხაილო - დიჯეი და არტისტი, რომელიც საკმარისად დაისაჯა!მიხაილო – პროდიუსერი, დიჯეი და არტისტია, რომელიც 6 წელია ციხეში ზის მდმას ფლობის გამო.

ზუკა მახარაშვილი:

“არსებობს ერთი გოგო, რომელსაც ყველა ახალი შეწყალების გაგების დროს ვწერ ხოლმე და ვეკითხები, შეიწყალეს თუ არა მისი ქმარი. პასუხი, რა თქმა უნდა არა, უკვე სასაცილოდ აღარ ყოფნის.

წარმოიდგინეთ, ჰყავს 6 წლის შვილი, რომელსაც მამა არ უნახავს და ჰგონია, ამერიკაში მუშაობს, არადა მამამისი ციხეში ზის 6 წელია უკვე, მდმას (!) ფლობის გამო.

ხოდა, ეს ბიჭი არის პროდიუსერი, დიჯეი და არტისტი, რომელსაც ციხეში მოუწყეს ოთახი, სადაც წერს მუსიკას, საიდანაც წერს ისეთ მუსიკას, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს მსოფლიოში, მასზე წერენ Resident Advisor, Telekom Electronic Beats და სხვა ცნობილი გამოცემები, რომლებიც ჩამოვიდნენ და ციხეში ჩაწერეს მასთან ინტერვიუ.

წინა პრეზიდენტის სახელზე დაიწერა უამრავი შეწყალების თხოვნა, არსებობს ციხის ადმინისტრაციის დახასიათება, არსებობს შეწყალების თხოვნა, ხოდა, იმ ცნობილი ვიდეოს არ იყოს, ამდენი შესაწყალებელი ადამიანი ზის უსამართლოდ და იტანჯება და რა გახდა ერთი ეს ბიჭი რომ გამოვიდეს?

ამაზე უსამართლობა ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება! საერთოდ არაფერი, ამაზე დიდი ტრაგედია, 6 წელი მდმას გამო და კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. 9 წელი მიუსაჯეს ტიპს, საიდანაც 6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, ციხეში, საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა…

სამართლიანობა უნდა დაიწყოს ამ ბიჭიდან, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ერთად შეგვიძლია ამ ბიჭის დახსნა ჯოჯოხეთიდან, რომელშიც როგორც თვითონ ამბობს უკვე საკმარისად დაისაჯა!”

ეს არის მიხაილოს და ქართველი ტექნო არტისტის ირაკლი-ს გამოშვებული ალბომი, ციხიდან რომელსაც მოყვა უდიდესი გამოხმაურება მუსიკალურ სამყაროში
https://www.residentadvisor.net/news/43848

2. აქ არის ლინკები უცხოური გამოცემების, რომლებიც წერენ მიხაილოზე

2.1 – Soundwall.it – https://www.soundwall.it/un-disco-prodotto-nel-carcere-di-tbilisi-per-combattere-le-pene-contro-il-possesso-di-droga/?fbclid=IwAR133M_AM88_tnWUEKv_pE3PnQBppOcvx-up0hVZ5Lr-ok0A8OhRJz0_loU
2.2 – Electronicbeats – https://www.electronicbeats.net/the-feed/irakli-michailo-open-letter/?fbclid=IwAR2lvSSR4HoJ3SPUED2_g7u6_QqGBLT6EQQrMqoJ7MoVONXUttZnY8kJ-4Y

2.3 Resident Advisor – https://www.residentadvisor.net/news/43848?fbclid=IwAR0J2JP9lR4e0TpmwAVkL1amkMjKZHm0lC7pctfAYzotBUU6pKOx2YUAE9Q

2.4 The movement TV -ს ვიდეო სიუჟეტი ციხიდან
– https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/2435362749855291

2.5 ეს არის მიხაილოს ცოლის ვიდეო მიმართვა –
https://www.facebook.com/watch/?v=1361648027301813
2.6
მიხაილოს წერილი ციხიდან
http://liberali.ge/articles/view/33894/mikhailos-tserili-tsikhidan–gtkhovt-moikribot-gambedaoba
2.7 არტგენისთვის დაწერილი მუსიკა ციხიდან
https://www.facebook.com/infosakartvelo/videos/1089107574570430/