4 სექტემბერი, 2019

მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოვა

მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოვანობელიანტი 82 წლის პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოვა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის მიზეზი ბოლო პერიოდში კულტურის სფეროში განხორციელებული რყევებია.

ნობელიანტი მწერალი თბილისში ჩამოსვლას 17 სექტემბერს „წიგნის ეროვნული ცენტრის“, სერვანტესის ფონდის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოწვევით გეგმავდა.