27 სექტემბერი, 2019

ლაშა მარგიანის და ნიკა ჩერქეზიშვილის საჩუქარი ნიქოზს

ლაშა მარგიანის და ნიკა ჩერქეზიშვილის საჩუქარი ნიქოზის სკოლასპოეტების ლაშა მარგიანის და ნიკა ჩერქეზიტშვილის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან ახლო მდებარე სოფელ ნიქოზის სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ.

სპეციალურად მათთვის პოეტებმა სასკოლო ნივთები, წიგნები და საჭირო ნივთები მოაგროვეს და ადგილზე ჩავიდნენ.

სკოლის ერთ-ერთი კედელი კი გიო გორგიაშვილთან ერთად ულამაზესი გვირილებით მოხატეს.

ლაშა მარგიანი:

“დღეიდან, ასეთი იქნება საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ნიქოზის სკოლის ერთი კედელი. ასე, სიმბოლურად დაემთხვა დღევანდელ დღეს, ამ ნახატის იდეა – გამთლიანებული საქართველოს სიმბოლო. ეს ორი ხელი, მზისკენ აშვერილი თავისი ყვითელი გულებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გამოხატავს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გულისა და სულის ნაწილებს.

ყველა გმირის თავგანწირვა და სიკვდილი, საქართველოს მკვდრეთით აღდგომისა და უკვდავების თავდებია.

დიდება მათ ხსოვნას!

ასეთი საქართველოსთვის დაიღუპნენ ისინი და აუცილებლად იხილავს ეს იმედი დღის სინათლეს და ისეთივე ნამდვილი და ხელშესახები გახდება, როგორც ეს გვირილები.”

ლაშა მარგიანის და ნიკა ჩერქეზიშვილის საჩუქარი ნიქოზის სკოლას